საპროტესტო ტალღის ფონზე კი დღის წესრიგშია საკითხი ხომ არ გაიზრდება იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან. ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან მიაჩნიათ, რომ სიფრთხილეა საჭირო, უნდა შეჯერდეს ყველა არგუმენტი.
ჯერ უცნობია ენმ-ს პოზიციაც, რადგან აქაც მიაჩნიათ, რომ წინ არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2024 წელს არჩევნები ქვეყანაში სრულად პროპორციულად უნდა ჩატარდეს. ამიტომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გადაწყვეტილების მიღებას ამ კონტექსტის გათვალისწინებით არ ჩქარობს.
შეგახსენებთ, იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ამ მიმართულებით დამტკიცდეს 113 დეპუტატის ხმაა საჭირო, ამიტომ ჯერ კიდევ პარტიები მსჯელობის ფორმატში არიან.