ევროკავშირის საელჩო: ხარვეზების აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ გადაიდგა

01 ნოემბერი 2021, 12:20 728 ნახვა

„ხარვეზების აღმოსაფხვრელად  ნაბიჯები არ გადაიდგა, პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც პოლარიზაცია გაამწვავა“ - ასე აფასებს არჩევნების მეორე ტურს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.“ - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი