მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არ დაიზარა და არჩევანი გააკეთა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ - არჩილ ჩიქოვანი

30 ოქტომბერი 2021, 21:02 1734 ნახვა

"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. 

მისივე განცხადებით, ბათუმში და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვა.

"ბათუმში და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვა, მაგრამ უნდა დაველოდოთ ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს. მადლობა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ამ დიდი მარათონის განმავლობაში ჩვენ ვიარეთ ერთად, მართალი გზით და ბუნებრივია ღირსეულად გავიმარჯვეთ.

უპრეცედენტო აქტიურობა იყო ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არ დაიზარა და არჩევანი გააკეთა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. გარემო იყო დემოკრატიული, მშვიდი. იყო რიგი ტექნიკური ხარვეზები, რომელზეც შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ, თუმცაღა, საერთო ჯამში პროცესი ჩატარდა დემოკრატიულად და ყველა იმ ადამიანს, ვინც მივიდა უბანზე, მიეცა შესაბამისად, ნების გამოხატვის საშუალება,“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი