ხულოში მეორე ტური ორ სამაჟორიტარო ოლქში ტარდება, ესენია დაბის და დეკანაშვილების ოლქში. ხმის მიცემის პროცესი ხულოს 84 ოლქში მშვიდად მიმდინარეობს. ამომრჩეველთა რაოდენობა ხუთი საათის მონაცემებით 2 205 შეადგენს, რაც საერთო რეგისტრირებული ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,36 პროცენტს შეადგენს. ამ დროისთვის უბნებსა და ოლქში არცერთი საჩივარი არ დაწერილა.