არჩევნები 2021 - მეორე ტური

30 ოქტომბერი 2021, 18:17 659 ნახვა

საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ დაფიქსირებულ დარღვევებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი საჩივარი უკვე დაწერეს. მათი წარმომადგენლები საარჩევნო პროცესს  დილიდან აკვირდებიან. დარღვევები დაფიქსირდა და შესაბამისი საჩივრები დაიწერა ბათუმშიც, სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ბათუმში სავარაუდო მოსყიდვის ორი ფაქტია დაფიქსირებული, სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია ორგანიზაცის ინფომრაციით ბათუმში 85-ე უბანთან შედგა,   ასევე 45-ე საარჩევნო უბანთან მანქანაში მყოფმა ქართული ოცნების’’ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცა. გარდა ამისა ორგანიზაციების ინფორმაცით  უბნის გარეთ კვლავ ფიქსირდება პირთა საეჭვო შეკრებები, კოორდინატორების მობილიზება,  ზოგიერთ უბანზე კი მიმდინარეობს ამომრჩეველთა აღრიცხვა, როგორც გარე პერიმეტრზე ასევე შიგნით.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი