ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე და დამკვირვებლები, რომლებიც მოქალაქეების ვინაობას ინიშნავდნენ. ბათუმის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა იყო კანონდარღვევები. დაიწერა ათობით საჩივარი. 51-ე უბანზე რეგისტრატორის ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე ბიულეტენის ჩაგდების მიზეზად დასახელდა, რომ კომისიის წევრი შეუძლოდ გახდა და ჩაანაცვლეს, ხოლო ბიულეტენი დათვლისას გაბათილდება. ამომრჩეველის ნების სავარაუდო კონტროლის ბრალდებით ორი საჩივარი დაიწერა ბათუმის 49-ე უბანზე. პირველ შემთხვევაში მოქალაქემ, რომელიც ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ინიშნავდა უბანი დატოვა, თუმცა მეორე შემთხვევაში დამკვირვებელი ადგილზე დარჩა და ამბობდა, რომ მხოლოდ ერთი მოქალაქის ვინაობის გადამოწმება სცადა.