ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, დაშინება და მოსყიდვა - ოპოზიციის წარმომადგენლები ხელვაჩაურში არჩევნების მეორ ტურის მიმდინარეობისას მათ მიერ დაფისქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებთან მობილიზებულბი არიან ადამიანები, რომლებიც არიგებენ ფულს და ამომრჩეველს კარნახობენ ვის მისცენ ხმა. მათი ინფორმაციით მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ კომიიის წევრებიც. დღეს ხელვაჩაურში მერს და მაჟორიტარობის ორ კანდიდატს ირჩევენ. აქ გამარჯვებისთვის ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატები იბრძვიან. ოპოზიიდან მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძეა, ხოლო ქართული ოცნებიდან ზაზა დისამიძე. 12 საათის მონაცემებით ხელვაჩაურში რეგისტირებულ ამომრჩეველთა 20 -მა პროცენტმა არჩევანი უკვე გააკეთა. ეს მონაცემი ძალიან მცირედით განსხვავდება წინა ტურის მაჩვენებლისგან. ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე ხუთ საათზე ნაკლები დრო რცება და ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია ისე მმართველი გუნდი ამომრჩეველს საარცევნო უბანზე მისვლისა და საკუთარი პოზუციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.