მეგობრებო, თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება გქონდეს ფოტოსურატებიანი სიები - კახი კალაძე 

30 ოქტომბერი 2021, 15:14 696 ნახვა

 

საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს და მათ შორის პარტიის აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღირიცხვის უფლება, - ამის შესახებ  კახი კალაძემ განაცხადა.

''აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი  დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები, მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება კანონიერი იქონიოთ ეს სიები და ის ასმეტრიანი რადიუსი რაც არის, იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - განაცხადა კალაძემ. 

''ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ზოგიერთ ქალაქში სიტუაციის დაძაბვის მცდელობა შეინიშნება, რომელიც მედიასაშვალებებს უკავშირდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი