ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა და უბანი უკომენტაროდ დატოვა 

30 ოქტომბერი 2021, 09:24 650 ნახვა

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა.

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ხმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცეს. 

ბიძინა ივანიშვილმა მედიის შეკითხვებს არ უპასუხა და საარჩევნო უბნის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

თბილისში, მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, კახი კალაძე და ნიკა მელია მონაწილეობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი