გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

29 ოქტომბერი 2021, 14:58 938 ნახვა

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემო მეგობრებო დამიდასტურდა კორონა ვირუსი და გადავდივარ თვითიზოლაციაში, შესაბამისად ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას.

გამომდინარე იქიდან, რომ ვარ სრულად ვაქცინირებული თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ მსუბუქად გადავიტან ამ ვირუსს.

მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, აცრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად არის გამოსავალი ჩვენს რეალობაში, რომ შედარებით მსუბუქად გავუმკლავდეთ კოვიდ-19-ს და რაც მთავარია შევამციროთ გართულებების და სიკვდილიანობის ის მაღალი მაჩვენებელი რაც საქართველოშია"- წერს გიორგი ვაშაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი