შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო.
დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი და სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის პისტოლეტი, ვაზნები,სანადირო თოფები, შაშხანები, სასწავლო ხელყუმბარა. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული .