ბათუმში, ჯავახიშვილის N78 მცხოვრებლებს ორი დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ

29 ოქტომბერი 2021, 14:16 3748 ნახვა

ბათუმში, ჯავახიშვილის 78 ნომერში საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლებს მეორე დღეა გაზი არ მიეწოდებათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ადამიანმა გაზის მთავარი მილი მიზანმიმართულად დააზიანა და ადგილიდან მიიმალა. მოტივი უცნობია.

ადგილობრივთა განცხადებით, თვითმხილველები ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან.

ადგილზე მობილიზებულია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები, ისინი დაზიანებული მილის აღდგენას ახორციელებენ.

მათივე განცხადებით, დღის ბოლომდე 70-მდე ოჯახს გაზის მიწოდება აღუდგება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში