გატაცება საოკუპაციო ხაზთან

29 ოქტომბერი 2021, 11:49 1052 ნახვა

გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ასევე, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აცხადებენ სუს-ში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი