შეხვედრა ევროპული ავიკომპანიების ხელმძღვანელებთან

27 ოქტომბერი 2021, 10:42 788 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებაზე, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში როგორც ტურისტული ნაკადის ზრდის, ასევე ინვესტორთა მოზიდვის მხრივ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი