ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში, დიალას პროვინციის სოფელ ალ-ჰავაშაში განხორციელებული თავდასხმისას 11 ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმისას, რომლის სამიზნე "დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეები" იყვნენ, 15 ადამიანიც დაშავდა.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა ნახევრად ავტომატური იარაღი გამოიყენეს.