მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. მის მოსანახულებლად დღესაც შევიდა მისი ადვოკატი. გიორგი გელხაური რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს განცხადებას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ადვოკატი აცხადებს, რომ სააკაშვილი თანახმაა ჰოსპიტალიზაციისთვის, თუმცა იგი უარს აცხადებს გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე. მისი სურვილია გადავიდეს ნებისმიერ მრავალპროფილურ კლინიკაში.
პატიმრის უფლებადამცველი ამბობს, რომ მე-18 დაწესებულებას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არა აქვს.
სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტო დღეს პენიტენციური დაწესებულების მზაობას შეისწავლის.