სააკაშვილის შიმშილობის 25-ე დღე

25 ოქტომბერი 2021, 20:47 877 ნახვა

პრემიერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კარგად უპატრონებენ,რისთვისაც მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში ყველანაირი პირობაა შექმნილი. ადვოკატები კი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კერძო კლინიკაში გადაყვანაზე საუბრობენ. პარალელურად მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები აქციებს მართავენ. ერთ-ერთ შეკრებაზე პროტესტის მონაწილეებს შორის იყო პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი. მიხელ სააკაშვილი 25 დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული და მისივე თქმით, 25 დღეა შიმშლობს. მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს შორისაა „7 ნოემბერი“, ტელეკომპანია „იმედის“საქმე, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდება, ვალერი გელაშვილის ცემა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი