უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო?

25 ოქტომბერი 2021, 20:04 1014 ნახვა

46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსულ ინფექციას ერთ დღეში, ინფიცირებულთა რაოდენობას კი 1942 ადამიანი დაემატა. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის ორშაბათობით გავრცელების მაჩვენებელი კვირის სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებია. ჯამში ახლა, კორონავირუსს 49 ათასამდე ადამიანი ებრძვის, ექიმები კი გადატვირთულ კლინიკებზე ამახვილებენ ყურადღებას. თბილისი, კახეთი, იმერეთი ახლა, სწორედ აქაა ყველაზე რთული ვითარება სხვა რეგიონებთან შედარებით. ეპიდემიოლოგთა ნაწილი, სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრობს, რის აუცილებლობას მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიასთან ერთად ამ ეტაპზე ვერ ხედავს ჯანდაცვის უწყება. აცრის გაკეთების მსურველთა დაბალი ტემპის პარალელურად, სოფლებში ვაქცინაციის  მარათონი მიმდინარეობს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით,  სოფლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, აიცრებიან, რასაც მისივე განმარტებით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც იმეორებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი