კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა

25 ოქტომბერი 2021, 18:27 887 ნახვა

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღე უარესდება, ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება კორონავირუსს, ვაქცინაციის ტემპი კი მნიშვნელოვნად დაცემულია, ქვეყნის ხელისუფლება ისევ  უარს ამბობს   სავალდებულო ვაქცინაციაზე.  მაგალითად პრემიერის პოზიციას ახლა უკვე   ჯანდაცვის მინისტრიც  იზიარებს,  რომელიც ფიქრობს,  რომ სავალდებულო ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ გვჭირდება.  არადა, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მედიკოსები  ფიქრობენ, რომ საქართველომ  სხვა ქვეყნების მსგვასად ეს გზა უნდა აირჩიოს  და რაც შეიძლება მალე, უკვე ნოემბრიდან. ზოგმა სპეციალისტმა კი ხელისუფლების მიდგომებში პოლიტიკური მოტივი დაინახა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი