,,ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირებს, მიაჩნიათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს. არგუმენტს კი ის გარემოებაც უმყარებთ, რომ ერთ-ერთი გავლენიანი ექიმი, რომელიც კონსილიუმის წევრი იყო, მედიკოსთა ჯგუფს ეთიშება. უსაფრთხოების გარემოების გათვალისწინებით, გლდანის მეთვრამეტე დაწესებულების კლინიკაში გადაყვანაზე ისევ უარს ამბობენ, ითხოვენ კერძო და თანაც მრავალპროფილურ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას. არადა, იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტრიუმს აკმაყოფილებს, ხოლო თუ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება იშიმშილოს და ამისთვის თავად არის პასუხისმგებელი, თუ გართულდება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაშინ შესაბამისი უწყება იმოქმედებს პასუხიმგებლობის შესაბამისად- აცხადებს ირაკლი კობახიძე.