მეოთხე ტალღა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა არის დაღმავალი - ეკატერინე ტიკარაძე

25 ოქტომბერი 2021, 14:56 654 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ჯერ კიდევ კორონავირუსის მეოთხე ტალღაა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უახლოეს მომავალში ვირუსის ახალი შემთხვევების კლება დაიწყება.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი საქმე არ გვაქვს მეხუთე ტალღასთან, ეს არის გარკვეული პროცესი მეოთხე ტალღის, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა.  რაც შეეხება თვითონ ტალღის მიმართულებას, აღმავალია თუ დაღმავალი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალღა არის დაღმავალი, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის ე.წ. ერტეს შემცირებას, რაც მიუთითებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში აბსოლუტურ რიცხვებში ინფექციის კლება იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ პაციენტების ნაკადების სამართავად ჰოსპიტალურ სექტორში საკმარისი რესურსია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი