პარლამენტის აპარატი შენობაზე დაშენებას არ ადასტურებს

25 ოქტომბერი 2021, 14:43 673 ნახვა

პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრების შესახებ. 

საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ ამ გამოცხადებულია ტენდერი, საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრებითი სამუშაოები და რომ არ იგეგმება რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობის „C“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე, ასევე ცენტრალური ფლიგელის მე-7 სართულზე, დაგეგმილია თითო სართულის დაშენება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში