გვაქვს ამბიციური მიზანი, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირით, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მამუკა მდინარაძეს, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა - ირაკლი კობახიძე

06 სექტემბერი 2025, 11:37 103 ნახვა

გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ზოგადად, დანაშაულთან და მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენი უწყებები განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს, მათ შორის, ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს, ადამიანების მიერ იარაღის ტარებას, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია და გაგრძელდება პრინციპულად დანაშაულთან ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი დანაშაული არის, რა თქმა უნდა, კორუფციული დანაშაული. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ უწყებაში მისვლისთანავე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ საკითხზე. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები და უკომპრომისოები. გაგრძელდება ძალიან აქტიურად კორუფციასთან ბრძოლა. გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამას სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი