თამარ მეფის გამზირსა და ხინიკაძის ქუჩაზე თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ შენობებში თვითნებურად შესახლებულ 70 ოჯახს ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდათ. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოსახლეობა ადგილზე წლების განმავლობაში ითხოვდა ფართების დაკანონებას. იმის გამო რომ ტერიტორია უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობდნენ.