სერტიფიცირება ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში 

23 ოქტომბერი 2021, 12:08 588 ნახვა

სამხედრო პოლიციის ოცეულმა ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში სერტიფიცირება მოიპოვა. ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ეგიდით სწავლება პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სერტიფიცირება ქართული ოცეულის პირად შემადგენლობას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისა და მომავალში ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრულფასოვანი წევრობის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში