უკრაინის დედაქალაქში ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების გამო სკოლები ორი კვირით დაიხურა. მოსწავლეებს არდადეგები ხვალიდან დაეწყებათ. პანდემიის დაწყების შემდეგ უკრაინაში ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. ქვეყანა ევროპაში ეპიდსიტუაციის მიხედვით მეორე ადგილზეა. ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 614 ადამიანი იმსხვერპლა. კოვიდინფიცირების ახალმა შემთხვევებმა კი 23 ათას 785 ადამიანს მიაღწია.