ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს

22 ოქტომბერი 2021, 18:15 811 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას დაბადების დღეა. იგი  49 წლის გახდებოდა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ოზურგეთის ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზმა გრიგოლმა დაღუპული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.  2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები სიკვდილისგან იხსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი