პენიტენციური სამსახურის განცხადება

22 ოქტომბერი 2021, 10:34 948 ნახვა

როგორ  აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი იმ საკანში, სადაც არ უნდა ყოფილიყო და  საიდანაც გუშინ მხარდამჭერებს მიმართა? განმარტებას აკეთებს პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით,  მიხეილ სააკაშვილს შხაპის მიღება უწევდა,   დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს, სადაც მათ შესვლა კანონით ეკრძალებათ.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ  სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი