იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არა კერძო კლინიკაში, არამედ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში უმკურნალებენ.
ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ეშინია, იმის, რომ კერძო კლინიკაში გადაყვანით შესაძლოა სააკაშვილს ჰქონდეს ადამიანებთან კომუნიკაცია.
ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებითაც.