რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები ეს იმ სამთავრობო პროგრამაზეა დამოკიდებული, რომელიც დღეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებს გააცნო. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და კემპინგ-პარკი მახინჯაურში, ალპური ბოტანიკური ბაღი მაღალმთიან აჭარაში, რვაფეხას რეკონსტრუქცია და ესტაკადა ქალაქის შემოსასვლელში, ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით - ეს ნაწილია იმ პროექტებისა და გეგმებისა, რომლებიც ზურაბ პატარაძის სამთავრობო პროგრამაშია თავმოყრილი.