აგიტაციის წესის დარღვევის გამო კახა კუჭავა არ დაჯარიმდა

19 ოქტომბერი 2021, 18:22 1220 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მისი მხრიდან კანონდარღვევა იყო, რის გამოც მართებულად მიაჩნია, გადაიხადოს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. როგორც კუჭავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, თანხას „სოლიდარობის ფონდს“ გადაურიცხავს. ვაკის მეორე ოლქში ,,ქართული ოცნების” სიმბოლიკით და საარჩევნო ნომრის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი