"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ არჩილ ჩიქოვანს - პრემიერი

19 ოქტომბერი 2021, 14:37 2059 ნახვა

სააკაშვილის, ,,ნაცმოძრაობის'' წევრები აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ჩვენს კანდიდატს - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარსულთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისივე განცხადებით, არჩილ ჩიქოვანის წარსულთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.

"სააკაშვილის, ,,ნაცმოძრაობის'' წევრები აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ჩვენს კანდიდატს. ამბობენ, რომ ჩვენს დროს, რაც უბედურება ხდებოდა, თითქოს მაშინ ეს ადამიანი მუშაობდა სადღაც, მერე რა რომ მუშაობდა. ყველა ადამიანი მუშაობდა ზოგი პოლიციაში, ზოგიც სხვაგან... მერე წამოვიდა... 

სააკაშვილს უნდა ელაპარაკოთ მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებზე, ბიზნესების წართმევაზე, ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი საქმე"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ადამიანს ბრალი დასდო და ცილი დასწამო.

„რაც შეეხება მეგის ქარდავასა და არჩილ ჩიქოვანის კავშირს, მეგის ქარდავა არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი და მთელი ამ სიკვდილის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ახალაიებთან, მერაბიშვილთან, ადეიშვილთან, უგულავასთან, მელიასთან ერთად - მთელი ეს მკვლელების ბანდა, რომელიც ჯერ კიდევ ძალადობს მოსახლეობაზე.

 

რაც შეეხება ჩიქოვანს, არ შეიძლება ადამიანს ბრალი დასდო და ცილი დასწამო. ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ წევრები რაღაც აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ჩვენს კანდიდატს და ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს რა უბედურებაც ხდებოდა, მათ შორის სისხლიანი საქმეები, თითქოს, ეს ადამიანი მაშინ მუშაოდა სადღაც. მერე რა რომ მუშაობდა? ყველა ადამიანი მუშაობდა. ზოგი პოლიციაში, ზოგი სად. მერე წამოსულია. სააკაშვილის უნდა ესაუბროთ მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებზე: ტერიტორიების დაკარგვაზე, ადამიანების გაუპატიურებაზე, წამებაზე, ბიზნესების წართმევაზე, ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი საკითხები.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის იყო ქარდავას მოადგილე.

"ის იყო საჯარო მოსამსახურე თავის დროზე, ვრცელდებოდა ტყუილი ინფორმაცია, თითქოს ის იყო ქარდავას მოადგილე და ა.შ. ქარდავას უფროსებიც და მოადგილეებიც მოიკითხეთ ,,ნაციონალურ მოძრაობაში'', ვისი ოპონენტიც არის დღეს არჩილ ჩიქოვანი"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი