კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა. ამ ეტაპზე ჯამში დროებით დახურულია 1 კერძო და 4 საჯარო სკოლა.
დისტანციური სწავლების ფორმატზეა გადასული სხვადასხვა სკოლის 123 კლასი.
ინფიცირების შემთხვევების გამო რეგიონის მასშტაბით დაიხურა 5 საბავშვო ბაღი და 23 ცალკეული ჯგუფი.