ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ამტკიცებს, რომ მოკლულ ანასტასია შატალოვასთან მას 6 თვეა არ ჰქონია შეხება. როგორც ცნობილია, ზურაბ ბერიძესა და დაღუპულს საერთო შვილთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა ჰქონდათ. თვითმხილველების თქმით, ანასტასია შატალოვას ახალგაზრდა კაცმა შვიდჯერ ესროლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბ ბერიძის სახლში ჩხრეკა დღეს რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.