26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.
მემორიალის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მემორიალის განთავსების სურვილი დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ადგილობრივებმა გამოთქვეს.
ცნობილია, რომ ტრაგედიის ადგილას აშენდება იმავე მოცულობის საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მშენებლობასაც ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დააფინანსებენ.
რაც შეეხება ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელ შენობას, საიდანაც უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნაგებობის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.