საწვავზე ფასის მატება, საგარეო ბაზრებზე ნავთობზე ფასის მატებითაა განპირობებული - ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 12:23 1107 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწვავზე ფასის მატება, საგარეო ბაზრებზე ნავთობზე ფასის მატებითაა განპირობებული.

ნათია თურნავას განმარტებით, კარგია ის, რომ ეროვნული ვალუტა არ მერყეობს და ეს ანეიტრალებს ამ ტენდენციას. 

"ინფლაცია არის პრობლემა. მაღალი ინფლაცია პოსტკოვიდ ვითარებაში ის პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა, თუმცა წინა თვეში ჩვენ პირველად გვქონდა სტატისტიკურად კლების ნიშანი და მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება"-განაცხადა ნათია თურნავამ.

2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წლიური ინფლაციის დონე 12.3%-ია.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც საერთო მატება 15.9% იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში