ფიგურული ციგურაობის ქართულმა სპორტულმა წყვილმა 20 წლის მარია კაზაკოვასა და 22 წლის გიორგი რევიას შემადგენლობით მორიგ წარმატებას მიაღწია.
იტალიურ მენტანაში გამართულ ტურნირზე მეძალუნა კაპ 2021-ზე კაზაკოვა და რევია ახალი ოლიმპიური პროგრამით წარსდგნენ და საბოლოო ჯამში დიდი უპირატესობით მოიგეს. ქართველმა მოციგურავეებმა რითმულ ცეკვაში 74.98 ქულა მიიღეს და პირველები იყვნენ. ასევე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს თავისუფალ ცეკვაში – 111. 80 ქულა.
საერთო ჯამში, კაზაკოვამა და რევიამ 186.78 ქულა მოაგროვეს და დაახლოებით 15 ქულით აჯობეს მე-2 ადგილზე გასულ ავსტრალიელ სპორტსმენებს, ბრინჯაოს მედალი კი იტალიურმა წყვილმა დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენებმა გერმანიის ქალაქ ობერსდორფში გამართულ სალიცენზიო ტურნირზეც მე-3 ადგილი დაიკავეს და ზამთრის ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს.