30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება

17 ოქტომბერი 2021, 15:25 817 ნახვა

13 დღე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე - მერობისა, და მაჟორიტარობის კანდიდატების კამპანიის პარალელურად, მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, ვინც ბრძოლას პირველივე ტურში გამოეთიშა. დამარცხებული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

პარტიების ნაწილმა უკვე გააკეთა განაცხადი ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ნაწილს პოზიცია საჯაროდ ჯერ არ დაუფიქსირებია, ნაწილი კი ამომრჩეველს მოუწოდებს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. მე-2 ტურებში "ნაციონალურ მოძრაობას" ღია მხარდაჭერას "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" უცხადებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი