დონალდ ტუსკი:ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს დაუჭერს

02 დეკემბერი 2016, 00:00 3391 ნახვა

დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის გამო. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით საერთაშორისო სამართალი, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ირღვევა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ამავე კატეგორიაში