საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეაჯამეს.
ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თემში,ასევე 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მეორე ტური კანონმდებლობის შესაბამისად 30 ოქტომბერს ჩატარდება.