„მთავარსარდლის დაბრუნება“-გენერალ გიორგი კვინიტაძეზე ბათუმში ფილმის ეპიზოდებს იღებენ. სწორედ ბათუმიდან ზღვით ოჯახთან ერთად დატოვა გენერალმა ქვეყანა და ის უკან ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. ფილმში გენერლის როლს ვარლამ კორშია თამაშობს. მეუღლეს მარიამ მაყაშვილს კი მსახიობი ნინო კუნჭულია. როგორც ფილმის რეჟისორი გოგი თორაძე აცხადებს, გადაღებები მალე დასრულდება. გადამღები ჯგუფი მალე საფრანგეთში ლევილში გაემგზავრება სადაც გენერალი და მისი ოჯახი ემიგრაციაში იმყოფებოდა. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ სრულად დააფინასა. საქართველოში პრემიერა ნოემბრის ბოლოს იგეგმება, შემდეგ კი საერთაშორისო კინო ფესტივალებზე გაიგზავნება. შეგახსენებთ ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლო მთავარსარდალი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში. საქართველოს ეროვნული გმირი საქართველოში წელს დამოუკიდებლობის დღეს ჩამოასვენეს.