განსაკუთრებით დიდი ოდენობით​ უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 ოქტომბერი 2021, 10:14 835 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, ქ. გორში შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომელიც განათავსა მისსავე მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და გადაზიდა თბილისის მიმართულებით, რა დროსაც იგი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა DUBAO-ს ფირმის, 4 999 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 21 000 ლარს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი