ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი კორპუსი აშენდება

14 ოქტომბერი 2021, 18:16 1060 ნახვა

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსი აშენდება.  ვინ  და რა თანხებით ააგებს დაზარალებულებისთვის მრავალბინიან სახლს ჯერ უცნობია. ერთადერთი, რაზეც დღეს  მერია თამამად საუბრობს ის არის,  რომ  საცხოვრებელი ფართით ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ  ისინი კვლავ ძველ საცხოვრებელ ადგილს  დაუბრუნდებიან. ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე მათ მერის მოვალეობის შემსრულებელი დღევანდელ  შეხვედრაზე ესაუბრა. ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეებს დაპირება აკმაყოფილებთ, მაგრამ გარანტიებსაც ითხოვენ. უსაფრთხოების გარანტიასა და  საცხოვრებელი ბინების ექსპერტიზას ითხოვენ ჩამონგრეული სახლის მეზობლად მცხოვრებლები.  მათი ინფორმაციით, სპეციალისტბმა მემედ აბაშიძის 56-სსა და  კლდიაშვილის 13 ნომრებში მდებარე კორპუსების მხოლოდ ნაწილი დაათვალიერეს და უსაფრთხოების გამო  ძირითადად ის ოჯახები გაიყვანეს, რომლებიც უშუალოდ ნგრევის არეალში მოხვდნენ. მერიასთან შეხვედრაზე   დღეს ისინი არავის დაუბარებია, მაგრამ მაინც მივიდნენ. სხვების მსგავსად მათაც ჯერ მხოლოდ დაპირება მიიღეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი