ბრალი წაუყენეს პირს, რომელმაც მღვდლის სახელი გამოიყენა და ინტერნეტით მოქალაქეებისგან თანხა მიითვისა 

14 ოქტომბერი 2021, 14:57 1089 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, „Facebook“-ის გვერდებზე უნებართვო შეღწევის და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ წარსულში ანალოგური ქმედებისათვის ნასამართლევმა პირმა, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის, „Facebook“ გვერდზე შეაღწია, მისი სახელით დაუკავშირდა მოქალაქეებს, მოტყუებით გამოართვა მათ ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა გააკეთა სწრაფი სესხები და დაეუფლა სხვადასხვა თანხებს.

ბრალდებული, „Facebook“-ის გამოყენებით შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხას, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე ირიცხავდა, ხოლო შემდეგ - საბანკო ანგარიშებზე.

ამ დროისთვის დადგენილია, რომ დაზარალებულია 14 პირი და ბრალდებული დაეუფლა 76 708 ლარს. გამოძიების შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს დაზარებულ პირთა წრე და მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ოქტომბერს დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი