ჟენევის მოლაპარაკებები - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

14 ოქტომბერი 2021, 10:45 784 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ  საუბარი ვერ შედგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

"საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები", — ნათქვამია განცხადებაში.  

უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, მოლაპარაკების დიდი ნაწილი შეეხებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და  ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი