ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი

13 ოქტომბერი 2021, 20:14 557 ნახვა

ციხეში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მხარდამჭერებს ხვალ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მე-13 დღეა აცხადებს, რომ შიმშილობს და მისი დავოკატები ექსპრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ. პარალელურად  იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მონიტორინგის დაწესება.  

პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის ადრესატები მსჯელობას იწყებენ. ექსპრეზიდენტი დღეს, წმინდა სინოდის წევრმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მოინახულა,რომელმაც იმედი გამოთქვა,რომ მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლებები ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელ აქციას, მას არც ერთი ოპოზიციური პარტია უერთდება, რასაც ხსნიან პარტიული ღონისძიებით. მათი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლო და მიხეილ სააკაშვილის ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარდგომაა. საუბრობენ მეორე ტურისთვის მზადებაზე და ამბობენ, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება "ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების გასაღები არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში