ბსუ-დან 13 მსმენელი ესპანეთში სტაჟირებას გაივლის

13 ოქტომბერი 2021, 17:57 530 ნახვა

„ერასმუს+“-ის პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მედიაციის მოკლევადიანი პროგრამის 13  მსმენელი  სტაჟირებით ესპანეთში მიემგზავრება. ქალაქ მურსიაში  პროექტის მონაწილეები მედიაციის თემაზე  ორკვირიან სწავლებას  გაივლიან.  სტაჟირების პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ბათუმის უნივერსიტეტში „მედიაციის სწავლებისა და საიმიტაციო პროცესების კაბინეტი “,ილიას უნივერსიტეტთან ერთად, გამოიცა სამეცნიერო  სტატიათა კრებული და უნივერსიტეტს გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი