უკრაინაში პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

13 ოქტომბერი 2021, 17:54 1024 ნახვა

უკრაინაში ნოემბრიდან არავაქცინირებულ პედაგოგებს უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფო კომისიამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების გამო საშემოდგომო არდადეგების გადმოწევის გადაწყვეტილება მიიღო და იგი 18 ოქტომბერს დაიწყება.  მისი თქმით, პედაგოგები იმ პროფესიათა ჩამონათვალშია შეყვანილი, ვისთვისაც ვაქცინაცია სავალდებულოა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში