ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების სურვილი კომპანიებმა გამოთქვეს - გახსნილია ანგარიშიც

13 ოქტომბერი 2021, 15:06 1445 ნახვა

ბათუმში, 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა თანადგომისა და მხადაჭერის მიზნით, საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა, სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვეს.

უკვე გახსნილია შესაბამისი ანგარიში:

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

 

მიმღების დასახელება: - ხაზინის ერთიანი ანგარიში

 

ბანკის კოდი: TRESGE22

 

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300693271

 

დანიშნულება: ბათუმის ტრაგედიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

შემოსული თანხა ტრაგედიით დაზარალებულ პირთა საჭიროებებისთვის იქნება მიმართული.

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას, ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით.

ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები. დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი