სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პოლიტიკური შეფასება

13 ოქტომბერი 2021, 14:53 1169 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. მისი წევრები მიხეილ სარჯველაძე, სახალხო დამცველი და ექიმები იქნებიან.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' განმარტავენ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ისედაც ვალდებულია, რომ იზრუნოს მესამე პრეზიდენტზე და არავითარი კომისია მას არ სჭირდება.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ შიმშილი  ადამიანის უფლება და  პროტესტის გამოხატვის ფორმაა, თუმცა, მათი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში